„ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას და თუ ამას ვინმე დააყენებს, ბრიუსელში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასჯა, არამედ, ქართველი ერის დასჯის სურვილი და მცდელობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე, ეს სერიოზული შეშფოთების საგანი ვერ იქნება.
„დიდი იმედი მაქვს, როგორც ახლა არ დგას ეს დღის წესრიგში, ამას არავინ დღის წესრიგში არ დააყენებს, ვინაიდან არ მგონია ევროკავშირელებს არ ესმით, რომ ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო თავისთან. ამიტომ ქართველი ერის ასე დასჯა და განაწყენება მათ ინტერესში არ არის და იმედი მაქვს, არც არასდროს იქნება.
პაველ ჰერჩინსკი: „არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება“
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს.
თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე, ეს სერიოზული შეშფოთების საგანი ჩვენი მხრიდან ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ალბათ რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი თუ ფლობს ასეთ პასპორტს და არავითარი პრობლემა არ არის, თუ ეს მოხდება. მთავარია, რომ ისინი, ვინც ჩვეულებრივ პასპორტს ფლობენ, ამ პასპორტებს არ შეეხოს და ეს არც დგას დღის წესრიგში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია.
„ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე, ვირო, და მოგცემ, ცოტა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რათა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე.
ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.