LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია – თუ სამმხრივი ფორმატი იქნება რეალიზებული ეს იქნება გარანტია, სამივე ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე შენარჩუნდეს, ასევე მოხდეს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაც: ვახტანგ ძაბირაძე ალიევის ვიზიტზე

49
ვახტანგ ძაბირაძე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ალიევის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც სამმხრივი ფორმატის შექმნას ეხებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები სხვა ეტაპზეა გადასული, რადგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი გახდა ერთ-ერთი ძირითადი, სტაბილური და უსაფრთხო ადგილი, საიდანაც ევროპისათვის ტვირთების მიწოდება შეიძლება.

ძაბირაძემ სამმხრივი ფორმატის შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი იქნება, რაც სამივე ქვეყნისთვის მომგებიანია.

ღარიბაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, და ალიევის მიერ, პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, სამმხრივი ფორმატის შესახებ, რაც რეგიონს ეხება. ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ მჭიდროა, მაგრამ, ეს ურთიერთობები სხვა სიბრტყეში გადავიდა და სხვა მიმართულებები აქვს, იმიტომ რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველო-აზერბაიჯანის მარშრუტი გახდა ერთ-ერთი ძირითადი, სტაბილური და უსაფრთხო ადგილი, საიდანაც ევროპისათვის ტვირთების მიწოდება შეიძლება. 

ამასთანავე, გახსოვთ ალბათ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გამართული შეხვედრები, სადაც საუბარი იყო ენერგომატარებლების ტრანზიტის გაზრდაზე და ევროპისთვის მიწოდებაზე. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კი გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორია, საქართველოზე გადავა, როგორც გაზსადენი, ისე ნავთობსადენი.

ალიევის მთავარი გზავნილები: „ვგეგმავთ ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე“

დღეს, რასაც ვუსმინეთ და გავიგეთ არის ის, რომ ჩაირთვება ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით და უფრო მეტად იქნება დატვირთული ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი, ასევე საქართველოს პორტები. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რადგან ნებისმიერი ასეთი ტვირთის გადატანა ქვეყანას დამატებით შემოსავლებს მოუტანს.

რაც შეეხება პოლიტიკურ თვალსაზრისს, ის იდეა, რომ შეიქმნას სადისკუსიო სამეულის ფორმატი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ასეთი ფორმატი იქნება რეალიზებული, ყველაზე მისაღები იქნება, რომ პირველ ეტაპზე მაინც თბილისმა უმასპინძლოს, როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს და ჩვენ გვექნება საშუალება იმის, რომ საკმაოდ დადებითი როლი ვითამაშოთ ამ ვითარების დარეგულირებაში. ვგულისხმობ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს.

აშშ-ის ელჩი: ილჰამ ალიევის განცხადება იმედისმომცემი იყო, საქართველოს მედიატორის როლი წარსულშიც შეუსრულებია

დასამალი არაა, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს ამ რესპუბლიკებს შორის, იგივე საზღვრებთან მიმართებით, დემარკაციის საკითხებია გასარკვევი და ეს სამმხრივი ფორმატი იქნება სივრცე, სადაც აღნიშნულ თემებზეც იქნება საუბარი.

თუ ეს ფორმატი ამუშავდა, ეს იქნება გარანტია, რომ მოხდეს ამ სამ რესპუბლიკაში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, არამედ მოხდეს გარკვეულწილად, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნაც. სამივე ქვეყანა საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრები არიან და პრობლემებიც სოციალურიც და ეკონომიკურიც უფრო იდენტური გვაქვს, ვიდრე თურქეთს.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც შეიძლება პრობლემატურია არამარტო ჩვენ, არამედ სამეულის ურთიერთობაში. 

არ შეიძლება იყოს ვინმე მსოფლიოში მშვიდობით დაინტერესებული, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება. ჯობს იყოს დისკუსია მაგიდასთან, თუნდაც მწვავე და დაპირისპირებული, ვიდრე საომარი მოქმედებები განაგრძოს.

სამმხრივი ფორმატის შექმნა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა გამორიცხოს ყოველგვარი გაურკვევლობა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს შორის. თუ სამივე რესპუბლიკა შევძლებთ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველვყოთ, სამივე ქვეყნისთვის უაღრესად მომგებიანი იქნება“, – განმარტა ვახტანგ ძამირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g