LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტორებისადმი უცენზურო მიმართვის გამო, ბრიტანეთის ზოოპარკიდან თუთიყუშები იზოლაციაში გადაიყვანეს

205
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200929161357-jade-one-of-the-potty-mouthed-parrots-elsie-shown-top-

დიდ ბირტანეთში ხუთი თუთიყუში ღია სივრცეს მას შემდეგ მოაშორეს, რაც მათ ვიზიტორების გინება დაიწყეს, ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს. ბილი, ელსი, ერიკი, ჯეიდი და ტაისონი ზოოპარკში ცოტა ხნის წინ მოიყვანეს და თავისი ცუდი მანერების დემონსტრირებაც მათ მალევე დაიწყეს.

ფრინველები სტუმრებს, მომვლელებს და აბსოლიტურად ყველა გამვლელეს უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ. ხუთივე თუთიყუშს 5 სხვადასხვა პატრონი ყავდა და მანამ სანამ ისინი ღია სივრცეში გადავიდოდნენ, მთელი კარანტინი ერთად გაატარეს. ცუდი სიტყვებიც სავარაუდოდ ამ დროს აითვისეს.

აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელთა ნაწილს ფრინველთა უცნაური საქციელი ძალიანაც ართობდა, თუმცა ზოოპარკის პერსონალს არ სურდა რომ უზრდელი თუთიყუშებისთვის სხვებსაც მიებაძათ, ამიტომ მათი იზოლირება გადაწყდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები