LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვკუსნო – ი ტოჩკას“ აფხაზეთში რესტორნის გახსნა სურს

180
ვკუსნო

რუსეთში McDonald’s-ის ჩამნაცვლებელმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „ვკუსნო – ი ტოჩკას” მფლობელმა ალექსანდრ გოვორმა აფხაზეთში, ბელარუსსა და ჩინეთის ქალაქ ხეიხეში ობიექტების გახსნის ნებართვისთვის ამერიკულ კორპორაციას წერილობით მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ McDonald’s-მა რუსული ბაზარი 2022 წელს დატოვა და ბიზნესი პარტნიორ ფრენჩაიზს ალექსანდრ გოვორს მიჰყიდა, ამერიკული კორპორაციის თანხმობის გარეშე ახალი ობიექტები ვერ გაიხსნება იმ ქვეყნებში, სადაც მისი ქსელის რესტორნები უკვე განთავსებულია.

გარდა ამისა, ამერიკული კორპორაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, შესაბამისად, ალექსანდრ გოვორის მცდელობა აფხაზეთში „ვკუსნო – ი ტოჩკას” ობიექტი გახსნას, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩნდეს.

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვკუსნო – ი ტოჩკა“ რუსეთში 2022 წლის 12 ივნისიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 862 ობიექტს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g