LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას შეიქმნება… როცა რეჟიმს „ქართულ ოცნებას” ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს“

146
ვლადიმერ ბოჟაძე

„მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება კომისია, მუშაობის გრაფიკი, მიმართულებები – ეს დეტალები უკვე დაზუსტდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი კომისია, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ბოჟაძის განცხადებითვე, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს:

„[საგამოძიებო] კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. მომავალ კვირაში უკვე შეიქმნება კომისია, მუშაობის გრაფიკი, მიმართულებები – ეს დეტალები უკვე დაზუსტდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი კომისია, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა “ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი შეფასება, როგორც რეჟიმის.

რა თქმა უნდა, ცალკეულმა ლიდერებმა მოიხადეს სასჯელი – მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა, პოლიტიკური შეფასების გარდა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს უკვე ბოლო 12 წელია, სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო დაპირებას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის განმავლობაში.

შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რა რეჟიმია რეალურად “ნაციონალური მოძრაობა” – რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ქვეყანას და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ახალი სახეშეცვლილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებულები კვლავ ცდილობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას და როცა რეჟიმს „ქართულ ოცნებას” ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს”, – განაცხადა ბოჟაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას – „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!“

magti 5g