LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, ადასტურებს, რომ იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მომავალში დაეკისროთ

119
ვლადიმერ ბოჟაძე

ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ [საგამოძიებო] კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მინდა ყველა მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს სერიოზული პროცესია“ – წულუკიანის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ

„ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ კომისიის სხდომის წინაშე გამოცხადებაზე უარი მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

„ოპოზიცია ცდილობს, თავი აარიდოს [საგამოძიებო] კომისიასთან თანამშრომლობას, თუმცა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა, დაველოდოთ შედეგებს – რა სიახლეები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ახალი საქმეები იყოს აღძრული პროკურატურაში. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომისიაზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც სურვილი აქვს, ითანამშრომლოს კომისიასთან. დამიჯერეთ, ასეთი ძალიან ბევრია”, – განაცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g