თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათგან „ვივა მედიდან“ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნას ელის.
ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი
ბოჟაძის თქმით, „ეს კიდევ მეტი რადიკალიზაციის გზაა“.
„მე მეგონა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აღარ ილაპარაკებდა.
ვფიქრობდი, რომ პირდაპირ თქვენი ახალარჩეული ლიდერით, დიდი ხნის წინ შევარდებოდით კლინიკაში და სააკაშვილს ქაჯეთის ციხედ წოდებული „ვივა მედიდან“ გამოიხსნიდით. ამ გმირობას თქვენგან დღესაც ველი. ეს კიდევ მეტი რადიკალიზაციის გზაა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
კალაძე ხაბეიშვილზე: საინტერესო ჯამბაზია, მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა