LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

104

საქართველოს ნაკრების წევრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და იაკობ მაქარაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი გიორგი კალიევი ანგარიშით 6-1 დაამარცხა და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა რიგაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა, მანამდე კი სომეხ ვალოდია ფრანგულიანს და მაკედონიელ იასინ რეჯალარს სძლია.

იაკობ მაქარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი მიროსლავ კიროვი დაამარცხა.

ტურნირის პირველ-მეორე დღეს ბრინჯაოს მედლები დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

11 მარტს მედლებისათვის 70 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g