LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ბირთვულ ტრიადას“

108
ვლადიმერ პუტინი

„დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთზე სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმებს ამზადებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, „ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა“:

„არ შეიძლება არ გვაღელვებდეს, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების გეგმების შემუშავებას. ისტორიამ მათ ვერაფერი ასწავლა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი შეიარაღებული ძალების განვითარებას გააგრძელებს.

„გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გათვალისწინებით, გავაგრძელებთ ადეკვატური ზომების მიღებას რუსეთისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენი შეიარაღებული ძალების, როგორც რუსეთის სუვერენული და დამოუკიდებელი განვითარების გარანტიის, განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ბირთვული ტრიადის“ განვითარებას“

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ბირთვულ ტრიადას“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ქვეყნის არმიისა და საზღვაო ფლოტის ტექნიკური მოდერნიზაცია.

„როგორც ადრე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არმიისა და საზღვაო ძალების ტექნიკური მოდერნიზაციაა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ყველასთვის ნათელია, თუ ვინ იწვევს შეიარაღების რბოლას.

„ვიცით, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე დაგეგმილია ალიანსის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის მასშტაბური პროგრამის დაწყების გამოცხადება. მის განსახორციელებლად, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები გაიზრდება. ამასთან, ბლოკის წევრები უკვე უფრო მეტს ხარჯავენ სამხედრო მიზნებზე, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთად. აქედან ნათელია, თუ ვინ იწვევს სინამდვილეში ამას – გლობალურ მილიტარიზაციას და შეიარაღების რბოლას“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g