LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი კარანტინშია

240
პუტინი 1

რუსეთის პრეზიდენტი მის გარემოცვაში დაფიქსირებული კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გამო კარანტინშია, – ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, როგორც თავად აღნიშნავს, “სპუტნიკის” ვაქცინით ორჯერადაა აცრილი, თუმცა უსაფრთხოების ყველა ზომას ზედმიწევნით მაინც იცავს.

რამდენი დღით დაიცავს თვითიზოლაციას რუსეთის ლიდერი, ამას კრემლი არ აკონკრეტებს.

მანამდე პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ მის გარშემო კორონავირუსით ბევრია დაინფიცირებული და დასძინა, რომ მისი აზრით, თავადაც მალე მოუწევს კარანტინში გადასვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები