LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ომის დასრულების მცდელობა

203
BeFunky-collage (3)

„რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ამ ომის დასრულების და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ხალხის დაცვის მცდელობა” , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვეტერანებთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო

„ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მე უკვე არაერთხელ ვთქვი, არის ამ ომის დასრულების მცდელობა. ამაშია ჩვენი ოპერაციის არსი და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ხალხის დაცვა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა, უკრაინის ხელისუფლება რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ეს მოვლენები 2014 წელს დაიწყო.

„ტრაგედია უკრაინაში დაკავშირებულ მოვლენებთან სწორედ 2014 წელს დაიწყო და დაიწყო სწორედ უკრაინაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალებით“, – განაცხადა პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა „ეს სიტუაცია მშვიდობიანი საშუალებებით დაერეგულირებინა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g