მომღერალი ნათია თოდუა გადაცემა “მთავარ როლში” აფხაზეთში გატარებულ დროს იხსენებს და აღნიშნავს, რომ თინეიჯერობა მისთვის მარტივი არ ყოფილა.
მისი თქმით, იყო მომენტები, როდესაც ნატრობდა, რომ სრულიად შეუმჩნეველი ყოფილიყო რუსებისთვის, რომლებსაც აფხაზეთში, მისი სკოლიდან არც ისე შორს, ბაზა ჰქონდათ.
“თინეიჯერობა მარტივი არ იყო. ყოველდღე სკოლაში წასვლის წინ, უნდა გამევლო ბაზა, რომელიც რუსების იყო და სკოლიდან დაახლოებით 100-200 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. ეს იყო ადგილი, სადაც მინდოდა ყოველდღე შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, როგორც გოგო და როგორც ქალი. ვნატრობდი, რომ ღმერთო, არავინ არ დამინახოს და არავინ არ შემამჩნიოს. თუ მინდოდა, რომ სკოლაში თმები გამეშალა იმ ადგილს, შეკრული, დამალული გავდიოდი, რამაც ჩემში გამოიწვია ის ფიქრი, რომ არც კი დამიშვია ვინმე ოდესმე მომწონებოდა. ეს ყველაფერი დღეს უკვე წარსულია, თუმცა იქ დღემდე ცხოვრობს ხალხი და ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება”, – საუბრობს ნათია თოდუა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნათია თოდუა რამდენიმე ხნის წინ დავით ზურაბაშვილზე დაქორწინდა.
ცნობილია, რომ მათ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს. წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც.
ამავე თემაზე:
ვიდეო: რომელ ქვეყანაში გაემგზავრნენ ნათია თოდუა და მისი მეუღლე თაფლობის თვის გასატარებლად
ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან