ჟურნალი „ვოგი“ უკვე 104 წელია, რაც გლამურულ სამყაროში თავის როლს შესანიშნავად ასრულებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალის ისტორიაში რეკორდი დაფიქსირდა. მისი გარეკანი ყველაზე უხუცესმა ვარსკვლავმა დაამშვენა. საუბარია თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობზე, 85 წლის ჯუდი დენჩზე.
მსახიობი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. მას „დოლჩე და გაბანას“ მოსასხამი აცვია, რომლის ღირებულებაც 2250 ევროს შეადგენს.