LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ელექტროქარების წარმოებას ამცირებს, მიზეზი – გაყიდვების სიმცირეა

119
volkswagen

კომპანია Volkswagen მოდელების ID.4-ის და ID.7-ის წარმოებას ამცირებს, მიზეზი ძალიან დაბალი მოთხოვნაა. ელექტრომობილების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ გერმანულმა მწარმოებელმა ამ მოდელების გამოშვების დროებით შეჩერება გადაწყვიტა. პაუზა დასაწყისისთვის 2 კვირა გაგრძელდება.

ელექტრომობილებზე მოთხოვნა თითქმის 30%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე პირველი საწარმოო მაჩვენებელი.

მიუხედავად ამისა, Volkswagen „მწვანე“ მანქანების გამოშვების გეგმაზე საბოლოო უარის თქმას ჯერ-ჯერობით არ აპირებს. 2026 წლისთვის კომპანია ბაზარზე 10 ახალ ელექტრომობილს გამოიყვანს, მათ შორის იქნება სუბ-კომპაქტური ID.2all. მოდელი სავარაუდოდ, 25 ათასი ევრო ეღირება, რაც მას თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ავტომობილად აქცევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები