საავტომობილო მწარმოებელი ”Volkswagen”-ი გაყიდვების მიხედვით შიდა ბაზარზე აბსოლუტური ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფ ”Mercedes”-ს გაყიდვების მოცულობით ორჯერ აჭარბებს.
ცნობილია, რომ გერმანიაში სულ 262 195 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, ეს კი გასულ წელთან შედარებით 5,8%-ით მეტია. წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით 2 817 978 ავტომობილის რეალიზაცია განხორციელდა, ეს მაჩვენებელი კი 2015 წელთან შედარებით 4,9%-ით არის გაუმჯობესებული.
ოქტომბრის თვეში გერმანიაში 49 441 ”Volkswagen”-ი, 24 907 ”Mercedes-Benz” და 23 292 ”Audi” გაიყიდა. რაც შეეხება მოდელებს, პოპულარობით პირველი პოზიცია ”Volkswagen Golf”-ს უჭირავს, რომელიც 16 687 ერთეული გაიყიდა, მას 6 195 ერთეულით ”Tiguan”-ი მოსდევს, სამეულს კი ”Passat”-ი ასრულებს, რომელიც ოქტომბრერში 6 077 ერთეული გაიყიდა.
მთლიანობაში ევროპაში ავტომობილების გაყიდვები დაეცა. გასული თვის განმავლობაში 1 140 742 ახალი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით კი კონტინენტალურ ავტობაზარზე 12 748 741 ერთეული ავტომობილი გასხვისდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წელთან შედარებით 7,2%-ით ნაკლებია.
როგორც აღინიშნა, ყველაზე დიდი პოპულარობით ”Volkswagen”-ი სარგებლობს, მეორე პოზიცია 77 124 გაყიდული ავტომობილით Renault-ს ერგო, სამეულს კი 77 122 ერთეულით Ford-ი ასრულებს. ხუთეულში ასევე Opel/Vauxhall და Audi შედიან.