VW-მ სატვირთო ფურგონის Caddy-ს საინტერესო მოდიფიკაცია შექმნა. სიახლე სპეციალურად კინოლოგიის სამსახურისთვის დამზადდა.

Volkswagen-მა კიდევ ერთი საპატრულო ავტომობილი შექმნა, თუმცა ამჯერად ოთხფეხა პოლიციელებისთვის. ფურგონის ძარა ისეა მოწყობილი, რომ ცუგებმა მასში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. ამასთან ცხოველთა გადაყვანის საერთაშოიროს ნორმებიც მთელი სიზუსტითაა დაცული.

თუკი ძაღლს სალონში ძალიან შეცივდება ან დაცხება – მძღოლი შესაბამის სიგნალს მიიღებს და ტემპერატურის დარეგულირებას მარტივად შეძლებს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სიახლე ჩვეულებრივი Caddy-ა. კომპლექტაცია 2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავს მოიცავს და მას 148 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მას საშუალო სიჩქარის 191 კმ/სთ-ის განვითარება რამდენიმე წამში შეუძლია და ყოველ 100 კმ-ზე მხოლოდ 5 ლიტრ საწვავს საჭიროებს.
