LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ტოპ-მენეჯერებს Porsche-ს ფირმის სამსახურებრივი ავტომობილები ჩამოართვა

109
Volkswagen-მა ტოპ-მენეჯერებს Porsche-ს ფირმის სამსახურებრივი ავტომობილები ჩამოართვა

Volkswagen-მა ტოპ-მენეჯერები Porsche-ს ავტომობილების გარეშე დატოვა. გერმანული კონცერნის პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომობილებით 200-მდე თანამშრომელი ვეღარ ისარგებლებს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ Porsche-ს ტოპ-მენეჯერისთვის და Volkswagen AG-ის ზედა ეშელონებისთვის, მაგალითად ბოსის – ოლივერ ბლიმისთვის. როგორც იდეის ავტორები ვარაუდობენ, სიახლე მათ ყოველწლიურად მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, Volkswagen-ის მენეჯერები ხშირად აბრუნებდნენ ძვირადღირებულ სამსახურები ტრანსპორტს უკან, უკვე გაცვეთილ და უვარგის მდგომარეობაში, ამიერიდან კი ავტო გიგანტი თავს ასეთი ფუფუნების საშუალებას ვეღარ მისცემს.

2023 წელს ხარჯების შემცირების პროგრამა დამტკიცდა და ბუნებრივია, მასში პერსონალზე გაწეული ხარჯებიცაა გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები