LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსი “აზოვსტალზე” – მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს გავლენიანი შუამავალი, ჩართულია მოლაპარაკებებში

249
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ ამ დროისათვის 1015 უკრაინული დასახლება გაათავისუფლა.

,,ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენას. დღეის მდგომარეობით დეოკუპირებულია 1015 დასახლებული პუნქტი, რაც გასული 24 საათის განმავლობაში არის დამატებით 6. იქ ვაბრუნებთ ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტს, სოციალურ მომსახურებას. ეს არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხარკოვის ოლქის თანდათან გათავისუფლება მოწმობს იმას, რომ მტერთან არავის დავტოვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რაც შეეხება ალყაში მოქცეულ “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანას მარიუპოლის, ზელენსკიმ დასძინა, რომ ყველა გავლენიანი პირი მსოფლიოში, ვინც შეიძლება ევაკუაციის პროცესში შუამავალი იყოს, ამ პროცესში უკვე ჩართულია.

“ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და “აზოვსტალიდან” გადავარჩინოთ. ამჟამად ევაკუაციის მისიის შემდეგ ეტაპთან დაკავშირებით, მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გადარჩენაზე ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის ხალხის დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დანარჩენი, თითოეული ჩვენი დამცველი გამოვიყვანოთ. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ძალიან გავლენიანი შუამავალი, უკვე ჩართულია შესაბამის მოლაპარაკებებში”, – დასძინა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები