LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანი რჩება, დანაშაულები, რომელიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, გპირდებით, ყველა პასუხისმგებელ პირს ვიპოვით”

137
8dafc600-c0c5-11ec-95ff-d8955a4a0661

“ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანია,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დანაშაულები რაც ადგილზე ხდება ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში.

შარლ მიშელი: სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება

„ჩვენი ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 120 000 ადამიანი რჩება. დანაშაულები, რომელიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია ყველა პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g