უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია.
შეხვედრის კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე გვიზიარებს.
„ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციაა. დღეს მე აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს მებრძოლებს მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე მეომრებს – ძალიან ძლევამოსილი და შედეგიანია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების აქტუალური ოპერაციების დეტალების მოყოლა შეუძლებელია – ალბათ, ეს დროთა განმავლობაში მოხდება, მაგრამ თქვენ მიერ შესრულებული ამოცანები უკრაინისთვის ნამდვილად გმირულია“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.