„ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გამართული სხდომის შემდეგ „ფეისბუკ” გვერდზე წერს.
მისივე თქმით, განიხილეს შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხი.
“მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ხაზს ვუსვამ, რომ ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის”, – წერს ზელენსკი.
„ბრძოლა გრძელდება“ – ზელენსკი სოლედარის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს