სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქი სოლედარი სრულად დაიკავეს.
მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები, რომლებმაც ტყვედ ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, გაანადგურეს და მოკლულია 500-მდე სამხედრო.
უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ სოლედარი რუსული ძალების ხელში არ გადასულა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდისტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს უკრაინის ქალაქის გარკვეული ნაწილი რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს, რაც რუსი ხალხის მობილიზაციის შენარჩუნებას ემსახურება:
„ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ თითქოს სოლედარის გარკვეული ნაწილი, რომელიც სრულად განადგურებულია ოკუპანტების მიერ, რუსეთის გარკვეულ მიღწევას წარმოადგენს.
ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ რუსებმა მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას ემხრობა. თუმცა ბრძოლა გრძელდება, დონეცკის მიმართულება დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა“, – აცხადებს ზელენსკი.