შემიძლია, ეს მიმართვა კარგი ახალი ამბით დავიწყო: ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ, ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა,მათ ჩვენზე ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვეს,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ მიმართვაში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მტერს ძალიან მზაკვრული ტაქტიკაა აქვს.
„ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის დაბლოკვა და აქ საკუთარი მარიონეტების განთავსება, როგორც დონეცკში. ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა. მათ ჩვენზე ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ჩვენს ქუჩებში, კიევის ცაზე, ვასილკოვში, ვიშგოროდში მიმდინარეობს ბრძოლა კიევისთვის. მტერმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი: რაკეტები, გამანადგურებლებები, უპილოტოები, არტილერია, დივერსანტები, დესანტი. ოკუპანტები უტევენ საცხოვრებელ უბნებს. ცდილობენ, ენერგოობიექტების განადგურებას. ძალიან მზაკვრული ტაქტიკაა აქვთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„მეტრო თავშესაფრის რეჟიმზე გადავიდა და ის ტრანსპორტირებას წყვეტს“ – კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა