კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა. ახლა მეტროს მოსახლეობა თავშესაფრად იყენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„მეტრო თავშესაფრის რეჟიმზე გადავიდა და ის ტრასპორტირებას წყვეტს“,- წერს ქალაქის მერი.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებითვე, კიევთან იყო რამდენიმე შეტაკება, ამ დრომდე ისმის სროლის ხმა. კლიჩკო მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ თავშესაფრებში. მისივე ინფორმაციით, კიევში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ.