კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიო ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდთან და ადამიანურ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომელიც კახოვკის ჰესზე რუსულმა ტერაქტმა გამოიწვია. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბში უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის ფორმირებას და გაგზავნას, როდესაც ზოგიერთი მსოფლიო სუბიექტი ვერ ბედავს თუნდაც მკაფიო და ძლიერი განცხადებებით გამოსვლას, რომლებიც ამ მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულს დაგმობდნენ, ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან მსოფლიოს ამ სისუსტით, ამ გულგრილობით – იგი მათ ახალისებს. ეს უნდა დავძლიოთ და დავძლევთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.