მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება ენდონ.
ჯო ბაიდენი: ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ
„სიგნალებს (მოლაპარაკების პლატფორმიდან) შეიძლება, ეწოდოს პოზიტიური, მაგრამ ეს სიგნალები რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს. რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ შემოჭრის 34 დღის, დონბასში 8-წლიანი ომის განმავლობაში უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება, ენდონ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში