უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტამდე თურქეთში ჩავა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობთ, უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სტამბოლში შეხვედრას გამართავს.
ზელენსკის თურქეთში ვიზიტის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.
ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება თურქეთის მეზობელ ბულგარეთში.