უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რუსეთთან ომსა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე ესაუბრა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„დიდი ყურადღება დაეთმო ასევე რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების საკითხს. ეს უნდა შეწყდეს, ბავშვები თავიანთ სახლებში უნდა დაბრუნდნენ და რუსები უნდა დაისაჯონ“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამ“ არხზე.
მისივე ინფორმაციით, რომის ქუჩებში უამრავი ადამიანი შეიკრიბა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად.
„რომში, წვიმის მიუხედავად, ქუჩებში უამრავი ხალხია და ჩვენ უკრაინის მიმართ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ“, – დაწერა ერმაკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიას დღეს ეწვია.