უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი იტალიის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.
„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი.
Today in Rome. I’m meeting with President of Italy Sergio Mattarella, Prime Minister of Italy @GiorgiaMeloni and the Pope @Pontifex. An important visit for approaching victory of Ukraine! ????????
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 13, 2023
არსებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათ-კვირას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.