LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე – ისინი გარდაუვალია

147
1650021030-1649080305-ვოლოდიმირ-ზელენსკი-1-1

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ეს მოქმედებები გარდაუვალია.

მისივე თქმით, უკრაინა ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვისაც ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

„უკრაინის დაცვა – ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატო-ს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. მთელი საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია.

ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვის აქვს ჩვენს მეომრებზე უფრო დიდი წვლილი შეტანილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g