LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლადიმირ პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული

166
Untitled design

რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სჩადის, დანაშაულია.

„მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან მსოფლიოში არავინაა დაზღვეული. მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და დაარქმევენ.

მას ყველაფერზე მეტად მხოლოდ ერთი რამის ეშინია – სამართლიანობის. არჩევნების ამ იმიტაციას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს. ამ ფიგურის ბოლო, ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს. მათივე ცნობით, დათვლილია ბიულეტენების 98.02%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g