LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მალე შეანგრევდა ციხის კარებს და გაათავისუფლებდა, დღეს ტვირთად იქცა – მისი აქეთ-იქით ბურთაობა ხდება

193
ვოლსკი და მიშა

„ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მალე შეანგრევდა ციხის კარებს და გაათავისუფლებდა სააკაშვილს, მაგრამ დღეს სააკაშვილი ტვირთად გადაიქცა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ „სააკაშვილი ჰაერში გამოკიდებულია და ხდება მისი აქეთ-იქით ბურთაობა“.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, „თავის დროზე ფაქტორი, მძევალი და სერიოზული მექანიზმი იყო, როცა მისი ავადმყოფობა და „წამება“, „მოწამლა“ დღის წესრიგში იდგა“.

სააკაშვილი: „რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?“

დღე 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს აღარ ჩატარდება. მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა გახდა.

„როცა ეს სტრასბურგის სასამართლომ უარყო და რეალობა გამოჩნდა, რომ 400 დღეს სიკვდილთან კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ თვალთმაქცობასა და სიყალბეს.

რასაკვირველია, სააკაშვილი აღარ აწყობთ არც „ნაცმოძრაობას“, არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს და არც მეორე ფლანგს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გამოეყო და თავისი ინტერესები გააჩნია.

მიხეილ სააკაშვილი ტვირთია, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც არაადეკვატურია, რძის პროდუქტებთან ერთად შემოიპარა საქართველოში და რევოლუციის მოწყობას აპირებდა.

„საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“ – კობახიძე

ეს არის რეალობა და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მისი ფაქტორი ბალასტიდან დააბრუნოს იმ ფაქტორად, რაც გააჩნდა – მომაკვდავი და მოწამლული პოლიტპატიმარი საქართველოში.

თუმცა, შეუსაბამოა მისი ფიგურა იმ ფიგურებთან, ვინც დღეს ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობას“ წარმართავენ. ჰაერში გამოკიდებულია სააკაშვილი და მისი აქეთ-იქით ბურთაობა ხდება“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g