„რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებაა, არაა. ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება ეს პერიოდი ის იყო, რომ მე ადამიანები ასეთი მატყუარები არ მეგონნენ“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ელის.
ნადირაძის თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარანტია არ დაიდება, არ ჰგონია, რომ მას სურვილი ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდეს.
„აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ „სასამართლოზე” ჩემს ჩართვას” - მიხეილ სააკაშვილი
„აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ „სასამართლოზე” ჩემს ჩართვას” - მიხეილ სააკაშვილი
„ხშირად გვიცხადებს უარს კვლევებზე. საკვების მხრივაც რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილებაა, არაა. ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება ეს პერიოდი ის იყო, რომ მე ადამიანები ასეთი მატყუარები არ მეგონნენ.
კი, მეტ-ნაკლებად ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა, რომ არ არსებობს წმინდანი ადამიანი, მაგრამ მე ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი, ყველაფრის დამბრალებელი, დაუნდობელი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა.
მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაც მას ფიქრადაც არ ჰქონია, იმისთვის, რომ შენი რაღაც მიზანი გაამართლო“. – განაცხადა ნინო ნადირაძემ და იქვე დასძინა, რომ ასეთ ადამიანებთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი სიმართლეა.