LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლა ვიღაცის მოკვლა რომ გვნდომებოდა, 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით” – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

202
BeFunky-collage - 2023-03-31T002329.707

როგორ წარმოგიდგენიათ, „მართლა ვიღაცის მოკვლა რომ გვნდომებოდა, 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით”, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივა მედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადააფიქრებინონ”.

„როგორ წარმოგიდგენიათ, მართლა ვიღაცის მოკვლა რომ გვნდომებოდა, 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით. როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია, ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა.

ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია. ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g