LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი ღარიბაშვილის დაკავებაზე: „ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული… ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა“

254
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

გია ვოლსკის სიტყვებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულება ყოველთვის თბილი და მეგობრული იყო და მისთვის ეს, პირადი ტრაგედიაა.

„ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. საქმიანი ურთიერთობა ძალიან ბევრი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს და რასაკვირველია, ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა. იგივე ბიძინა ივანიშვილისთვისაც ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც შენს გუნდში იყო, ყოველთვის მყარად იდგა თავის პოზიციაზე, გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. არაერთხელ გააფრთხილა ყველა. მისასალმებელია აღიარება, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე“, – თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g