პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია. გია ვოლსკიმ ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ევროპულ პერსპექტივაზე საუბრის დროს განაცხადა საპასუხოდ კითხვისა – „ხომ არ უნდა გაკეთებულიყო უფრო მეტი, რომ დასავლეთში დაენახათ, საით დგას საქართველო“.
„ამის მერე თუ ვერ ხედავს, სად დგას საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, ეს არის „ნაცების“ ბრალი და შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება.
უშიშროების საბჭოს არ მიმართეს, ადამიანები არ გამოიყვანეს ზონიდან. შვიდ აგვისტომდე გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთს არ აქვს არავითარი ინტერესი ცხინვალის რეგიონში..
არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მოლდოვას ვეჯიბრები და ნიშნისმოგებით ვეუბნები. მოლდოვაზე ძალიან დიდი რაოდენობის პუნქტებით წინ ვართ. ქვეყანა, რომელიც არის დსთ-ს წევრი, ნეიტრალური, არავითარი ნატო და ევროკავშირი არ უწერია კონსტიტუციაში. უამრავი ნიშნით ჩვენზე უკან არის, თუნდაც კორუფციის თემით. ან უკრაინაში რა სქემებია, ვიდრე დასავლეთმა არ დააძალა და ცხვირი არ დაარტყმევინა, არ მოჰკიდეს ხელი.
ამდენით წინ ვართ და როცა გეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს კანდიდატის დონე და ამათ აქვთ, უკვე სხვა დასკვნებზე უნდა (ვისაუბროთ). ეს არის ის, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან დღეს სიგნალებს“, განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ მიკერძოებული, პოლიტიკური, არასწორი და უსამართლო იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა NDI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს
„რამდენია ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე? მომხრე 80 პროცენტზე მეტია, ვის აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, 4-5-ჯერ მეტი მხარდაჭერა, მთავარ ოპონენტთან მიმართებით? „ქართულ ოცნებას“ ხომ? ლოგიკური დასკვნა უნდა გააკეთოთ – 80 პროცენტზე მეტი – თუ ამ ციფრებს ვენდობით, ამ ციფრის ლომის წილი „ქართულმა ოცნებამ“ განაპირობა. ანუ ადამიანების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირს, მხარს უჭერს ქართულ ოცნებას“, – თქვა გია ვოლსკიმ.