კომპანია Volvo-მ განახლებული XC90 წარადგინა. მოდელმა 6 ადგილიანი კომფორტული სალონი, მოდერნიზებული ვიზუალი და განახლებული ტექნიკური მახასიათებლები მიიღო.
ყველგანმავალს კინეტიკური ენერგიის განახლების სისტემა დაუმონტაჟეს, რამაც ის 15%-ით უფრო ეკოლოგიური და ეკონომიური გახადა. ჰიბრიდული ვარიაცია T8 Twin Engine ასევე განაახლეს და კროსოვერთა ახალი ხაზი მასაც მოიცავს.
რაც შეეხება ვიზუალურ ცვლილელებს – განახლება თითქმის მინიმალური იყო. ავტომობილს შეეცვლა რადიატორის ბადე, ძარას ფერები გაუხალისდა და საბურავების დიზაინიც განახლდა. სალონში კი ნატურალური ბეწვისგან დამზადებული გაფორმება გაჩნდა.