LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Voulez-Vous- ში DIOR-ის დღეები დაიწყო

269

პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, მხოლოდ 3 დღით, 28, 29 და 30 ივლისს Voulez-Vous-ში ბრენდ DIOR-ის დღეები გაიმართება.

აქციის ფარგლებში მომხმარებელი მიიღებს 25%-იან ფასდაკლებას DIOR –ის სრულ ასორტიმენტზე. გარდა ამისა, შეძლებს მიიღოს რჩევები და საჩუქრები Dior-ის სახლის სპეციალისტებისგან.

”ამასთან, ყოველ დახარჯულ 200 ლარზე გაიცემა გათამაშების ერთი ბილეთი, რომლითაც 30 ივლისს 20:00 საათზე, გამართულ Dior-ის საზეიმო საღამოზე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს DIOR-ის საჩუქრების გათამაშებაშიც”, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.

მათივე ცნობით, პროფესიონალური რჩევების მისაღებად მსურველები უნდა ჩაეწერონ ინდივიდუალურ სახის მოვლის, ან მაკიაჟის სეანსზე, სადაც ადგილები შეზღუდულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ ფილიალებს:
28 ივლისი, ვაჟა–ფშაველას #35
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 39 47 04
29 ივლისი, რუსთაველის #46
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 99 02 11
30 ივლისი, ჭავჭავაძის #42
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 25 10 60

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები