LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვპირდები საზოგადოებას, მასწავლებლებს, მშობლებს, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ გადავხედავთ სახელმძღვანელოებს” – ამილახვარი

2332
გიორგი ამილახვარი

ვპირდები საზოგადოებას, მასწავლებლებს, მშობლებს, რომ სულ რამდენიმე თვეში ჩვენ გადავხედავთ სახელმძღვანელოებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების კითხვებს გავცემთ პასუხს, ან პირიქით, გავაბათილებთ იმ მოსაზრებას, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს სახელმძღვანელოებში. შესაბამისად, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში მოსაზრებათა ეს ჭიდილი არ დასრულდება, რაც თავის მხრივ დაღს ასვამს სასკოლო განათლებას.

ვფიქრობთ, სასწავლო პროგრამის გადახედვასაც. პირველ რიგში შესწავლას. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რაც კარგია გაკეთებული ახალი მინისტრის მისვლის შემდეგ რომ ყველაფერი ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. არა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების დროს, ბევრი კარგი რამ დაწყებულია და ახლაც მიმდინარეობს სამინისტროში, თუმცა გვაქვს გამოწვევები, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. საჯაროდაც უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე და საზოგადოება უნდა იყოს ჩართულიც და ინფორმირებულიც ამ ნაწილში. ეს იქნება სასწავლო გეგმის შესწავლა. ვფიქრობთ, აქაც მკვლევართა ჯგუფი დავსვათ, მოსაზრებები გავიზიაროთ, მათ შორის უცხოელი ექსპერტების და ასევე, სულ რამდენიმე თვეში ვფიქრობ, 3-4 თვეში ამაზეც ჩვენ პასუხი გვექნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g