უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში