LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვრჩები სუვერენიტეტის დაცვის იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესია“ – რას ამბობს თეონა აქუბარდია გახარიას პარტიიდან მის წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

112
თეონა აქუბარდია და გიორგი გახარია

„სამი დღეა, ცდილობს პროპაგანდისტული მედია იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიცია სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქვთ რეალურად გუნდში პრობლემა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით აქუბარდიამ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდს შეუერთდა, თუმცა პარტიის წევრი არ გამხდარა, ამ გუნდის დატოვების შესახებ, ინფორმაცია უარყო.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, არ მონაწილეობს.

„სამი დღეა, ცდილობს პროპაგანდისტული მედია იმის წარმოჩენას, რომ ოპოზიცია სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ თავად აქვთ რეალურად გუნდში პრობლემა და ეს კარგად წარმოჩნდა მათ შორის მერიის კანდიდატების ბანერებზე გაკრული ფოტოებით.

ის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მე ვიყავი პარტია „გახარია საქართველოს“ სიაში უპარტიოდ, ძალიან კარგად იციან ცესკოშიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდთან ერთად მე ვრჩები სუვერენიტეტის დაცვის იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რა თქმა უნდა, არ შევდივარ იმიტომ, რომ ჩემი პროფილი და ჩემი საქმე ყოველთვის იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და ამ საკითხებზე კვლავ ვმუშაობ გუნდთან ერთად“. – უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“.

ინფორმაციისთვის, თეონა აქუბარდია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებამდე, იყო გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი. ამ პარტიის სახელით ის 2020 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იყო გაერთიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g