LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცლად ახალი iPhone 7-სა და ახალი iPhone 7 Plus-ის შესახებ

39

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ Apple-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც iPhone 7 და iPhone 7 Plus იქნა წარმოდგენილი. ფანების დიდი მოლოდინების მიუხედავად, როგორც ჩანს, ახალი მოწყობილობები ძალიან განსხვავებული მახასიათებლებით არ ხასიათდებიან, თუმცა მთელ რიგ ცვლილებებზე, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს, წაიკითხავთ დაბლა:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დივაისის დიზაინი ნამდვილად პრემიუმ მატერიალითაა დამზადებული და მისი ყოველი დეტალი არის საგულდაგულოდ შერჩეული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი იმიჯი, დიდად არ განსხვავდება წინა თაობის iPhone-ებისგან, რადგან სტილი ზუსტად იგივეა შენარჩუნებული. განსხვავება მხოლოდ კორპუსის წყალგამძლეობასა და მტვერგაუმტარობაშია, IP67 სერთფიკატით. დივაისების სხეული საკმაოდ თხელია (7.1 და 7.3 მმ სისქის).

iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის დისფლეის რეზოლუცია, iPhone 6-ისა და iPhone 6 Plus-ის მსგავსად, 4.7 და 5.5 ინჩიანი გაფართოებითაა წარმოდგენილი, პიქსელებით 1334 x 750-ზე, 326 ppi და Plus-ის შემთხვევაში FHD რეზოლუციის მქონე ეკრანით – 401 ppi.

Apple-მა სიმამაცედ შერაცხა 3.5 მმ-იანი ყურსასმენების ჭეკის ამოღება წარმოებიდან და გაქრობა iPhone-ების ახალი თაობის წარმომადგენლებიდან. მათი განცხადებით, ტექნოლოგია მოძველდა, და ვიღაცამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის. სტანდარტული ყურსასმენების მიერთების მსურველთათვის, შესაძლებელი იქნება სპეციალური გადამყვანის მეშვეობით, USB პორტიდან მათი დაკავშირება, რაც ნამდვილად არაა კომფორტული სიახლე მელომანებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის წარმომადგენლობამ შემოგვთავაზა განსხვავებული ტიპის ყურსასმენები, რომლებიც Wireless ტექნოლოგიის რომელიმე ტიპით დაუკავშირდება მოწყობილობას. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყურსასმენების დატენვა, ეფლომანებს ცალკე მოუწევთ.

მთავარი დეტალი, რის შესახებაც Apple მუდმივად საუბრობს, ესაა კამერის ოპტიმიზაცია. თუ რამდენად სწორად ახდენს კამერა დაბალი განათების შემთხვევაში ფოტოების გადაღებას და რა ტექნოლოგიით ამუშავებს ის ციფრულ სიგნალს. პრეზენტაციაზე, ნაჩვენები მოდელებიდან, iPhone 7 Plus-ის კამერა არა ერთი, არამედ ორი ლინზით იქნა წარმოდგენილი.

Huawei-სა და Leica-ს მსგავსად, კომპანიამ გადაწყვიტა, პროფესიონალური ფოტოების შესაქმნელად, ერთი კამერა ფოკუსირდეს წინა ობიექტზე, ხოლო მეორე ფონურ რეჟიმში ე.წ. blur კადრს იღებდეს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავ ხარისხს იძლევა. თუმცა, გაფართოების თვალსაზრისით, კამერა არ შეცვლილა – კამერა კვლავ 12-მეგაპიქსელით განისაზღვრა. წინა კამერა კი 7 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ლინზების უნარები აშკარად განსხვავდება ,,ვაშლის” წინა კამერების შესაძლებლობებისგან. ეს არის გაცილებით უკეთესი ოპტიკური სტაბილიზაციის, გაორმაგებული ოპტიკური ზუმის, ფართო და ვიწრო ხედვითი ალგორითმის მქონე კამერა.

შეიცვალა მთავარი მენიუს ღილაკიც. გაცილებით მგრძნობიარე, უფრო მეტად მრავალფუნქციური ღილაკი, ნამდვილად კარგი გასართობია iPhone 7-ის მფლობელთათვის.

პროცესორი სტანდარტულად Apple-ის ჩიპით განისაზღვრა. Apple A10 არის ჩიფსეტი, რომელიც 4 ბირთვიან პროცესორსა და 6 ბირთვიან გრაფიკულ ამაჩქარებელზე მუშაობს. აღნიშნული პროცესორი გაცილებით სწრაფია წინა თაობის iPhone-ის ჩიპსეტის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ iPhone 7 და iPhone 7 Plus რეალურად, დაეწია Android-ის დივაისების მოწყობილობებს ტექნიკური თვალსაზრისით და ყველაზე მძლავრი ჭკვიანი ტელეფონი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო iPhone -ის სერიაა დღესდღეობით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები