LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე და „ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, რისკი არ უნდა აიღოს – კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს: ბადრი ჯაფარიძე

83
ბადრი ჯაფარიძე

„კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს – „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს რისკი,“- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლებამ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ: პრემიერი

„მე როგორც გავიგე კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება, ამისთვის აუცილებელი აპარატურა ციხის საავადმყოფოში არ არის, შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე და „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, ეს რისკი არ უნდა აიღოს,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია რომ ციხიდან ვინმემ გამოიხსნას: ირაკლი კობახიძე

პოპულარულები