ვშიშობ, რომ ის შეშფოთების საგანი, რომელიც არსებობდა და რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ “ნაციონალური მოძრაობა”, კვლავ ძალაშია”-,ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ “ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო განხეთქილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციები არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტთან, პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა 2016 წელს “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა.
“ამასთან დაკავშირებით მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, “ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პოლიტიკური პარტია, ალბათ, მისი წარმომადგენლები გაერკვევიან. მე აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს. ვშიშობ, ის შეშფოთების საგანი, რომელიც, მაშინ არსებობდა და რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ პარტია კვლავ ძალაშია”, – აცხადებს ოთარ კახიძე.
მისივე განცხადებით “ევროპული საქართველო” „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობს.