ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები მძიმე საფასურს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმისთვის.
“ვთქვი, რომ ჰამასსა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძვირად დაუჯდებოდათ და ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ. ბოლო 24 საათში, ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამალავებზე, სადაც ჰამასი იყო გამაგრებული, თუმცა იქ ვერ დაიმალებიან. მათი ლიდერები ფიქრობენ, რომ ჩვენს იერიშს თავს დააღწევენ, თუმცა, ამას ვერ მოახერხებენ. ყველგან მივწვდებით, ყოველ მათგანს და ასე განვაგრძობთ. ისინი დღესასწაულზე დაგვესხნენ თავს. იერიში მიიტანეს ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენს ქალაქს რაკეტები დაუშინეს. ამისთვის კი ძალიან მწარე საფასურს იხდიან და კვლავ გადაიხდიან. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს უსაფრთხოება დავუბრუნოთ”, — განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ასევე, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეტის, გერმანიის ლიდერებს და ყველა სხვას, ვინც მხარდაჭერა შესთავაზა.
იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია.