LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვუერთდებით პროტესტს, უარს ვაცხადებთ აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე” – სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილი

156
2024-05-13_01-37-56_848166

ვუერთდებით პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.

აკადემიის სტუდენტები ამ წუთებშიც რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან.

,,მოგესალმებით!

ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ თანამოაზრეები გავერთიანდეთ.

ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატურულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში, მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება.

ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომელიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე.

აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

,,მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე” – სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

,,უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე!” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g