ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ხუციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საჯარო სკოლა ფეისბუკგვერდზე ავრცელებს და გარდაცვილის ოჯახს უსამძიმრებს.
„ჩვენი სკოლის უნიჭიერესი და უერთგულესი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ხუციშვილის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლელიანის საჯარო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ყველა თანამშრომელი, ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
ჩვენი სკოლის უნიჭიერესი და უერთგულესი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ხუციშვილის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლელიანის…
Posted by სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა on სამშაბათი, 12 მარტი, 2024