LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში – დაშავებულია ორი ადამიანი

76
პოლიცია 22

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი სარწყავ არხში გადავარდა, შემდეგ კი ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა.

როგორც ცნობილია, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.