LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვულოცავ ჩემს შვილს, გილოცავ იკა, აწი უფრო მოთხოვნადი გახდები“ – ცისნამი საყვარლიშვილი სასიხარულო ამბავს ავრცელებს

2302
გურამ როგავა, ნანუკა ქაჯაია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს სიახლეს უზიარებს.

ცისნამი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი უკვე ამერიკის მოქალაქეა.

„ძვირფასო მეგობრებო,

ვიცი რომ ბევრს გაგიხარდებათ და ამიტომ გიზიარებთ ამ ამბავს. დღეს ჩემმა შვილმა – ირაკლი შიოლაშვილმა ამერიკული პასპორტი აიღო. ის უკვე ამერიკის მოქალაქეა და ყველა გზა ხსნილია მისთვის. ახლა ის თავად გადაწყვეტს სად, როგორ და როდის იცხოვროს. თუ უნდა ნიუ-იორკში იქნება, თუ უნდა ავაჭალაში ან შუა აზიაში. აწი მე მის საბუთებზე სანერვიულო აღარ მაქვს. ჩემმა დიადმა ალექსანდრემ ირაკლიც იხსნა ტრამპის კლანჭებიდან, ისე როგორც მე 2017 წელს.

რომ მეკითხებით რა გიყვარს მაგ კაცშიო, სწორედ ეს, ერთგულება, გვერდში დგომა და ჩემდამი სიყვარული. მისი დამსახურებაა რომ დღეს ირაკლი ამერიკის მოქალაქეა.

ვულოცავ ჩემს შვილს და აწი თვითონ იცის, სად ჯობია და თან როგორ ჯობია.

მე და ალე-ბალე მხოლოდ სიყვარულსა და ფუფუნებას ვთავაზობთ.

გილოცავ იკა. აწი უფრო მოთხოვნადი გახდები, (კალათბურთს ვგულისხმობ) შენ უკვე ამერიკის მოქალაქე ხარ.

მიყვარხარ“,- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

„შვილი გვერდით მყავდა და სულ დედ-მამაზე ვოცნებობდი, ახლა მამა მყავს გვერდით და შვილზე ვოცნებობ… ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ჩემთან ერთად დაბრუნება ამერიკაში, მაგრამ არ უშვებენ, გულს ვერ სტკენს გამზრდელ ბებიას, მისი მანიპულაციის მსხვერპლია“ – ცისნამი საყვარლიშვილი

„თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი, ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო, ცოლად არ გაჰყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა“ – ცისნამი საყვარლიშვილის შეხვედრა ბიოლოგიურ მამასთან და მიმართვა დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g