LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუთანაგრძნობთ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს: ესტონეთის საელჩო საქართველოში

48
ესტონეთი საქართველო დროშა

ბათუმში, 8 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც არსებული მონაცემებით 9 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 3 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ესტონეთის საელჩო საქართველოში ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობას უხდის მაშველებს, რომლებიც თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად იბძოდნენ.

„გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. შერძწული ვართ მომხდარი ტრაგედიით.

მადლობა მაშველებს და ყველას, ვინც დაუღალავად იბრძოდა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g